SEM - საძიებო სისტემების მარკეტინგი
SEM (Search Engine Marketing) – საძიებო სისტემების მარკეტინგის ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა Google Ads-ი. ეს არის Google-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში, როგორც მარკეტერებისათვის, ასევე ბიზნესისათვის, შეუცვლელ ხელსაწყოდ იქცა.
საძიებო სისტემების მარკეტინგი ბიზნესს აძლევს საშუალებას, თანხის გადახდის სანაცვლოდ, დაიკავოს მოწინავე პოზიცია Google-ს საძიებო ველში. ამით ის თავის ბიზნესს გააცნობს ფართო აუდიტორიას ბევრად უფრო მოკლე დროში, ვიდრე ამას შეძლებდა თანხის გადახდის გარეშე.
მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი გაქვთ დასუფთავების სფეროში და რეკლამაში დახარჯავთ 50 დოლარს, შემოსავლის სახით, თქვენ მიიღებთ 100 დოლარს.
ამ ყველაფრის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია თქვენს ბიზნესს მოარგოთ რელევანტური საძიებო სიტყვები, ეგრეთ წოდებული, keyword-ები, რითაც გპოულობენ თქვენი პოტენციური მომხმარებლები Google-ს საძიებო ველში.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თქვენს საიტზე თითოეული მომხმარებლის შემოსვლა გარკვეული თანხა გიჯდებათ. მაგალითად, გაქვთ სამაკლერო კომპანია, სადაც ყიდით ბინებს..
როგორ შეიძლება მიაგნოს მომხმარებელმა თქვენს საიტს? Google-ს საძიებო ველში ჩაწერს ამ სიტყვათა შეთანხმებას: “ბინები”, “ბინები თბილისში”, “ბინები იაფად” და ა.შ.
Google-ს მიერ შეთავაზებულ თქვენს სერვისზე „დაკლიკებისას“ თქვენ ჩამოგეჭრებათ კონკრეტული თანხა, რომელიც განისაზღვრა ქივორდების ყიდვისას Google-ს აუქციონზე.
რა არის Google-აუქციონი?
თითოეულ საძიებო სიტყვას აქვს თავისი ფასი. რაც მეტია კონკურენცია, მით მაღალია ქივორდის ღირებულებაც. თუმცა Google უფრთხილდება თავის რეპუტაციას და ბუნებრივია არ აწყობს პირველ პოზიციაზე იყოს ის კომპანია, რომლის საიტიც ტექნიკურად გაუმართავია, მაგრამ იხდის ფულს. ამიტომ, ის ითვალისწინებს არამარტო გადახდილ თანხას, არამედ საიტის ტექნიკურ მონაცემებსაც. ამისთვის ფორმულაც არსებობს.
პირველ რიგში, Google საიტს აფასებს გამართულობის მიხედვით და შემდეგ ანიჭებს შესაბამის ქულას. ფორმულა კი ასეთია – საიტისთვის მინიჭებული ქულა მრავლდება თითო „კლიკში“ გადახდილ თანხაზე. ამ ორი მონაცემის ნამრავლი კი განაპირობებს თქვენი საიტის პოზიციას Google-ს საძიებო ველში. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მოწინავე პოზიციაზეა თქვენი ვებგვერდი.
SEM-ის როლი ბიზნესის განვითარებაში
როდესაც გარკვეულ სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია, რელევანტური keyword-ის მეშვეობით თქვენი საიტის მოძიება გაცილებით დიდ შრომას მოითხოვს და შესაძლოა წლებიც კი დაგჭირდეთ Google-ში მოწინავე პოზიციების დაკავებისთვის, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი Google Ads-ი, რომელიც უმოკლეს დროში ზრდის თქვენი საქმიანობის წარმატებას. მონაცემების თანახმად, Google-ს აურაცხელი რაოდენობის მომხმარებელთა 25% სწორედ ამ პლატფორმით სარგებლობს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.