Skip to content
cifruli-marketingis-saagento
cifruli-marketingis-servisi

SEO/საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია გულისხმობს ვებგვერდის ადაპტირებას საძიებო სისტემის ალგორითმთან და უზრუნველყოფს ძიებისას მოწინავე პოზიციაზე ყოფნას.

SMM/სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია წარმოადგენს ბიზნესის სოციალურ მედია პლათფორმებზე განთავსებასა და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევას შემდეგ პლათფორმებზე: Facebook, Instagram, LinkedIn, Twitter, და ა.შ. 

SEM/საძიებო სისტემის მარკეტინგი

საძიებო სისტემების მარკეტინგი, გულისხმობს ინვესტირების სანაცვლოდ საძიებო სისტემაში ბიზნესის განთავსებას მოწინავე პოზიციებზე შესაბამისი პლათმორმებით.

EM/იმეილ მარკეტინგი

Email მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის უძველესი ფორმაა, რომელიც არ კარგავს მნიშვნელობას ციფრულ სამყაროში. მისი საშუალებით შესაძლებელია პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან.

ქოფირაითინგი

ქოფირაითინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც სარეკლამო ტექსტების მეშვეობით ადამიანს უბიძგებს შეასრულოს ბიზნესით განსაზღვრული მიზანი.

ვებსაიტის დამზადება

თუ თქვენი ბიზნესი არის ინტერნეტში, თქვენი წარმატების შესაძლებლობა იზრდება. დაგიმზადებთ ვებსაიტს ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებისთვის და უზრუნველვყოფთ მის გამართულ ფუნქციონირებას.

ციფრული მარკეტინგი მარტივად

თანამედროვე სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ტექნოლოგიური განვითარება ხელს უწყობს ახალი დარგების ჩამოყალიბებას.  ციფრული მარკეტინგი სწორედ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა. დღეს ეს ტერმინი ხშირად გვესმის, მაგრამ ზუსტად რას გულისხმობს ცოტა გაურკვეველია. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით ავხსნათ რა არის ციფრული მარკეტინგი და რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო ბიზნესის განვითარებისათვის.

სამყარო რომ განვითარების ახალ ფაზაში შედის ეს ყველასთვის ადვილად შესამჩნევია. ადამიანი კი ბუნებითაა მიდრეკილი ცხოვრების გამარტივებისაკენ, ამიტომაც დღეს უკვე თითქმის ყველა პროდუქტის შეძენა შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად, იქნება ეს: საყოფაცხოვრებო ნივთები, წამლები, წიგნები თუ სხვა. ამის შესაძლებლობა კი მოგვეცა მას შემდეგ, რაც მოხდა სხვადასხვა საქმიანობების გაციფრულება. მაღაზიებმა, აფთიაქებმა, რესტორნებმა გადაინაცვლეს ინტერნეტ სივრცეში და უმარტივესად,  ღილაკზე თითის რამდენჯერმე დაჭერითაა შესაძლებელი ნებისმიერი პროდუქტის დისტანციურად შეძენა, ამიტომაც ლოგიკურია თუ ბიზნესი ინტერნეტშია, რეკლამაც ინტერნეტში უნდა იყოს, ციფრული მარკეტინგიც სწორედ ეს არის. მარტივად რომ ვთქვათ –  რეკლამა ინტერნეტში.

„თავისით არაფერი იყიდება“ – ყველა პროდუქტს სჭირდება შესაბამისი შეფუთვა და მომხმარებლამდე მიტანა.
ეს სფერო დიდი სისწრაფით ვითარდება. 10 წლის წინ თუ სარეკლამო ბაზარი  მთლიანად: ტელევიზების, ჟურნალ-გაზეთებისა და ბანერების ხელში იყო, დღეს უკვე, როგორც სხვა ყველაფერი, ისე მარკეტინგიც გაციფრულდა და რეკლამამ სოციალურ სივრცეში გადაინაცვლა.

შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულმა მარკეტინგმა გზა დაუთმო ციფრულ მარკეტინგს. ამის ახსნა ძალიან იოლია, ადამიანები თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ ინტერნეტში ატარებენ. დღესდღეისობით, უამრავი სოციალური პლათფორმა არსებობს, იქნება ეს: Facebook-, Instagram-ი, LinkedIn-ი თუ სხვა.  რეკლამის განთავსება კი ეფექტურია, იქ სადაც ბევრი ხალხია.

1. სოციალურ ქსელებში გაშვებული რეკლამის აუდიტორია შენს ხელშია, შენ შეგიძლია განსაზღვრო სამიზნე აუდიტორია და მხოლოდ შენს პოტენციურ მომხმარებლებს აჩვენო რეკლამა.
ტელევიზიებში, ჟურნალ-გაზეთებსა და ბანერებში განთავსებულ რეკლამას რა სეგმენტი ნახავს ამის გაკონტროლება, თითქმის, შეუძლებელია.

2. ციფრული მარკეტინგის საშუალებით შესაძლებელია ზუსტად განსაზღვრო რამდენი წამი/წუთი დაჰყო მომხმარებელმა საიტზე, რამდენი ხანი უყურა რეკლამას/პოსტსს და ა.შ. ერთი სიტყვით, დეტალურ ინფორმაციას იძლევა მომხმარებლის თითოეულ ნაბიჯზე. ტელევიზიებში, ჟურნალ გაზეთებსა და ბანერებში განთავსებულ რეკლამებს ვინ რა ხანგრძლივობით უყურებს, ვის მოსწონს და ვის არა და ამგვარი დეტალების განსაზღვრა ძალიან რთულია.

3. რეკლამის განთავსება ტელევიზიებსა და ჯურნალ-გაზეთებში ბევრად ძვირია, ვიდრე სოციალურ სივრცეში.
ერთწუთიანი რეკლამის გაშვება ტელევიზიაში დაახლოებით 
10-ჯერ უფრო ძვირია, მაშინ,  როდესაც სოციალურ სივრცეში  გაცილებით დიდი აუდიტორიისათვის, ბევრად  დაბალი ბიუჯეტითაა შესაძლებელი რეკლამის ჩვენება.

4. ციფრული მარკეტინგის საშუალებით კომპანია პირდაპირ ამყარებს კონტაქტს თავის მომხმარებელთან: მომხმარებელს შეუძლია ვირტუალურად შეაფასოს ესა თუ ის პროდუქტი, დაწეროს კომენტარი,  გაიგოს სხვა ადამიანების აზრი კონკრეტულ პროდუქტზე და ა.შ. ტრადიციული მარკეტინგი კი ამის საშუალებას არ იძლევა, მომხმარებლებთან ინტერაქციული სახის ურთიერთობა შეუძლებელია.

ბილ გეიტსის თქმით, “თუ შენ არ გაქვს შენი ბიზნესი ინტერნეტში, ესე იგი, არ გაქვს ბიზნესი.”
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანები თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ ინტერნეტში ატარებენ. ზემოთ ვისაუბრეთ ციფრული მარკეტინგის მნიშვნელოვან კომპონენტებზე. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ კომპანია, რომელიც:

  1.  გამართულია თავისი ვებგვერდით;
  2. საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციაზეა;
  3. ინვესტირების სანაცვლოდ, დაწინაურებულია საძიებო სისტემებში;
  4. სოციალური პლატფორმები იდეალურად აქვს ათვისებული;
  5. ეფექტური სარეკლამო ტექსტებით იზიდავს მომხმარებლებს;
  6. მიზნობრივ აუდიტორიას მეილზე უგზავნის ეფექტურ სარეკლამო ტექსტებს.

სხვა რა დარჩა თქვენი კომპანიის წარმატებისათვის? შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპონენტები ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი  მთავარი ინდიკატორია.

დეტალური ინფორმაცია ციფრული მარკეტინგის თითოეულ კომპონენტზე შეგიძლია იხილოთ ჩვენს საიტზე.

SEO –  ეს არის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, რომელიც ხელს უწყობს საიტის მოწინავე პოზიციებაზე აღმოჩენას.

SEM – საძიებო სისტემების მარკეტინგი, რომლის ყველაზე გავრცელებული პლატფორმა არის google ads-ი. თანხის გადახდის სანაცვლოდ, ყიდულობ ე.წ. keyword-ებს (საძიებო სიტყვები), შემდეგ ეს სიტყვები გადის google-ის აუქციონზე, რომელიც აწესებს შესაბამის ფასს და გადახდილი თანხის სანაცვლოდ, google თქვენს საიტს  საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციებზე განათავსებს.

SMM – სოციალური მედია მარკეტინგი. ეს არის რეკლამა ისეთ სოციალურ პლატფორმებზე, როგორიცაა – FACEBOOK-ი, INSTAGRAM-ი, TWITER-ი და ა.შ. ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება პროდუქტის რეკლამირებისათვის.

EM – იმეილ მარკეტინგი. ინტერნეტ რეკლამირების ერთ-ერთი უძველესი საშუალება, რომელიც დღესაც საკმაოდ ეფექტურია. მისი საშუალებით, შეგვიძლია მიზნობრივ აუდიტორიას მეილზე გავუგზავნოთ სარეკლამო ტექსტები.

ქოფირაითინგი – სარეკლამო ტექსტების წერა. ქოფირაითერი ადგენს სარეკლამო ტექსტს ისე, რომ მომხმარებელი დააინტერესოს და მიიყვანოს კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. ტექსტი უნდა იყოს: სხარტი, მარტივად გასაგები და საინტერესო მომხმარებლისათვის.