ჩვენი ამბავი გაციფრულებამდე
ჩვენ ვართ სარესტორნე ბიზნესში მყოფი ადამიანები, რომლებმაც დიდი გამოცდილება დავაგროვეთ ციფრულ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებთან. საკმაოდ დიდ თანხებს ვიხდიდით ამ მომსახურებისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რაც გვსურდა.
შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, საკუთარი უნარებით გაგვერეკლამირებინა ჩვენი რესტორანი. ამისთვის კი საფუძვლიანად უნდა გვცოდნოდა ციფრული მარკეტინგი. არაერთი კურსის და მასტერკლასის გავლის შემდეგ საკმაოდ კვალიფიციური ცოდნა მივიღეთ ამ სფეროში და დღეს უკვე მზად ვართ სხვა კომპანიებსაც დავეხმაროთ თავიანთი საქმიანობის გაციფრულებაში.
კომპანია adshub.ge დაკომპლექტებულია მაღალ-კვალიფიციური კადრებით რომელთაც ჩაბარებული აქვთ Google-ისა და Facebook-ის გამოცდები ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენს კომპანიას უნიკალურს ხდის ორი მთავარი ფაქტორი. Adshub.ge გთავაზობთ უფასო საძიებო სისტემის აუდიტს, რომლითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი საიტის მდებარეობა საძიებო სისტემებში და ჩვენთან თანამშრომლობისას უპირობო წარმატების გარანტია SLA (Service Level Agreement), რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას დადებულ შედეგზე.