Skip to content

რა არის ქოფირაითინგი?

ქოფირაითინგი ციფრული მარკეტინგის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რეკლამა მომხმარებელთან კომუნიკაციის გარეშე, სრულიად წარმოუდგენელია. კომუნიკაცია კი მყარდება სიტყვების მეშვეობით. ქოფირაითინგი არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ეს არის იდეა, კონცეფცია და განსაზღვრა იმისა, თუ როგორ, რა ფორმით უნდა წარსდგეს ესა თუ ის ბრენდი მომხმარებლის წინაშე.
ქოფირაითერები არიან ის ადამიანები, ვინც სიტყვას ძალას აძლევენ. ამ ლოგიკით, ორატორები ყველაზე გამორჩეული ქოფირაითერები არიან.

qofiraitingis-servisi

ქოფირაითინგის წარმოშობა

ქოფირაითინგი ამერიკაში წარმოიშვა. დღეს ტექნოლოგიურად განვითარებული სამყარო საკმაოდ დიდ და ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ იყო დრო, როდესაც არც ტელევიზორი, არც ტელეფონი და კომპიუტერი არ არსებობდა.

საინტერესოა, მაშინ როგორ აწვდიდნენ კომპანიები თავიანთ მომხმარებლებს ხმას?

ამერიკელი ქოფირაითერები კატალოგებზე წერდნენ სარეკლამო ტექსტებს და მომხმარებლებთან პირდაპირ სახლში მიჰქონდათ. კატალოგებიდან კი სასურველ პროდუქტს არჩევდნენ და ყიდულობდნენ. რეკლამის ეს მოდელი დღესაც არსებობს. სილამაზის ინდუსტრია დღემდე იყენებს ამ მეთოდს და თავიანთ კოსმეტიკას სწორედ კატალოგების საშუალებით ყიდიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქოფირაითერი სიტყვების საშუალებით ქმნის იდეასა და ბრენდს. ჩვენ ვიცით ისეთი ბრენდები, რომელთა პროდუქტიც დიდი ზიანის მომტანია ჩვენი ჯანმრთელობისათვის, მაგრამ რაღაც ძალა მაინც ყოველთვის გვიზიდავს მათკენ. რომც არ გვიყვარდეს არცერთი მათგანი, მაინც სხვა დამოკიდებულება გვაქვს ამ ბრენდების მიმართ და ეს შემთხვევითი არ არის. ამის უკან სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, ქოფირაითერების დიდი შრომაა. მათ შექმნეს განსაკუთრებული მესიჯები, სლოგანები და ეს ბრენდები ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს დაუკავშირეს.

როგორი ქოფი იზიდავს მომხმარებლებს?

დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ, როდესაც ტექსტში პატარ-პატარა აბზაცებია გამოყოფილი, როდესაც ბევრი რელევანტური შეკითხვაა დასმული და შემდეგ ამ შეკითხვის პასუხიც მოცემულია ტექსტშივე, პრობლემის გადაჭრის გზებს თუ დაანახებთ, ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღუძრავს მათ და ასევე, ციფრებისა და რიცხვების გამოყენებაც საკმაოდ მიმზიდველია მომხმარებლებისათვის. მაგალითად ასე: “7 მიზეზი თუ რატომ მოსწონთ ….”, “5 გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად” და ა.შ.

რა არის AIDA-ს პრინციპი?

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია ქოფირაითინგში. და იშიფრება, როგორც: Attention, Interest, Desire და Action. ყურადღება, ინტერესი, სურვილი და მოქმედება. ამ პრინციპის მიხედვით, ტექსტი ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ, პირველ რიგში, მიიპყროთ მომხმარებლის ყურადღება, შემდეგ აღუძრათ მას ინტერესი, გაიგოს თქვენზე, თქვენს პროდუქტზე უფრო მეტი, ამის მერე უკვე გაუჩინოთ სურვილი, რომ შეიძინოს თქვენი პროდუქტი და ბოლოს მიიღოთ შესაბამისი მოქმედება მისგან ანუ შეიძინოს თქვენი სერვისი თუ პროდუქტი.

qofiraitingi

რა როლი აქვს ქოფირაითინგს სოციალურ მედიაში?

არიან კომპანიები, რომლებიც მარტივ, შაბლონურ სარეკლამო ტექსტებს ქმნიან და მომხმარებლებს დიდად ვერ ამახსოვრებენ თავს, მაგრამ ისეთი კომპანიებიც მრავლად არიან, რომლებსაც უკვე საკუთარი – კომუნიკაციის სტილი, გამორჩეული ვიზუალი, სხარტი ტექსტები და მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირი აქვთ. ამის უკან გამორჩეული ქოფირაითერები დგანან. რა მნიშვნელობა აქვს ამას კომპანიისთვის? მომხმარებლებს იმდენად შეიძლება შეუყვარდეთ კონკრეტული ბრენდი, მომხარებელთან სწორი და სახალისო კომუნიკაციის საშუალებით, რომ სწორედ ამან განაპირობოს ბიზნესის წარმატება.

qofiraitingi

მიუხედავად იმისა, რომ ქოფირაითინგი ბევრად მეტ რამეს მოიცავს, ვიდრე ეს სოციალურ მედიაში გაშვებული სარეკლამო ტექსტებია, მაინც დღესდღეისობით ქოფირაითერი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალურ მედიასთან და უმეტესწილად სწორედ სოციალურ პლატფორმებთან აქვს კვეთა.არიან კომპანიები, რომლებიც მარტივ, შაბლონურ სარეკლამო ტექსტებს ქმნიან და მომხმარებლებს დიდად ვერ ამახსოვრებენ თავს, მაგრამ ისეთი კომპანიებიც მრავლად არიან, რომლებსაც უკვე საკუთარი – კომუნიკაციის სტილი, გამორჩეული ვიზუალი, სხარტი ტექსტები და მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირი აქვთ. ამის უკან გამორჩეული ქოფირაითერები დგანან. რა მნიშვნელობა აქვს ამას კომპანიისთვის? მომხმარებლებს იმდენად შეიძლება შეუყვარდეთ კონკრეტული ბრენდი, მომხარებელთან სწორი და სახალისო კომუნიკაციის საშუალებით, რომ სწორედ ამან განაპირობოს ბიზნესის წარმატება.

რა კავშირი აქვს ქოფირაითინგს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციასთან?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს კავშირი საკმაოდ მჭიდროა. ქოფირაითერმა უნდა იცოდეს კონკრეტული საძიებო სიტყვები ანუ, ეგრეთ წოდებული, Keyword-ები და ტექსტში გამოიყენოს მიზნობრივად. სწორედ ეს უწყობს ხელს საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავებას.

 

რა მნიშვნელობა აქვს ქოფირაითინგის ბიზნესის განვითარებისთვის?

ბიზნესის წარმატება გაყიდული პროდუქტისა თუ სერვისის რაოდენობით განისაზღვრება. ამას კი სჭირდება მომხმარებლის გულის მოგება, რაც სწორედ საინტერესო და მიმზიდველი ტექსტების საშუალებით მიიღწევა. რა თქმა უნდა, მარტო ეს არ არის საკმარისი და კიდევ სხვა ბევრი რამაა გასათვალისწინებელი, მაგრამ კარგი ქოფის გარეშე, ძალიან რთულია ადამიანებს ინტერესი გაუღვივოთ და მოანდომოთ თქვენი პროდუქტის შეძენა.