Skip to content

რა არის SEO?

SEO (Search Engine Optimization), ანუ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – არის ვებ-გვერდის მორგება საძიებო სისტემასთან. მაგალითად, Google-ს ალგორითმთან. ადრე ადამიანები ინფორმაციის მოსაძიებლად დიდ ენერგიას ხარჯავდნენ. დღეს კი ყველაფერი, რაც გვაინტერესებს ერთ სივრცეშია. ნებისმიერ ინფორმაციას, პროდუქტსა თუ სერვისს Google-ში, YouTube-სა და სხვა საძიებო სისტემებში ვეძებთ შესაბამისი სიტყვების საშუალებით.

მაგალითად, გაქვთ ავეჯის ონლაინ მაღაზია. რა  სიტყვები შეიძლება  ჩაწეროს მომხმარებელმა თქვენ მოსაძებნად საძიებო სისტემაში? – “ავეჯი”, “ავეჯის მაღაზია”, “ხარისხიანი ავეჯი”, “ავეჯი სახლში მოტანით” და ა.შ. SEO-ს სპეციალისტი ამ სიტყვათა წყობებს მოარგებს თქვენს ვებგვერდს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ ძებნის დროს თქვენმა ონლაინ მაღაზიამ მოწინავე პოზიცია დაიკავოს. ბუნებრივია, ამის გარდა, კიდევ სხვა საშუალებებია საჭირო საიტის დაწინაურებისათვის.

sadziebo-sistemis-optimizacia

რა სარგებელი მოაქვს გამართულ SEO-ს ბიზნესისათვის?

ნებისმიერი კომპანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციის დაკავება. რატომ? რისთვისაა ეს საჭირო? მოდით, განვიხილოთ მაგალითის საფუძველზე.

ფეხსაცმლის საყიდლად რომ წახვიდეთ სავაჭრო ცენტრში  და იქ დაგხვდეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებული რამდენიმე ფეხსაცმლის მაღაზია. თავიდან რომელ მაღაზიაში შეხვიდოდით? რა თქმა უნდა, პირველში და თუ პროდუქტითა და მომსახურებით კმაყოფილი დარჩით, დიდი ალბათობით, შორს აღარ წახვალთ და იქვე შეიძენთ.

ახლა კი იგივე გადმოვიტანოთ ვირტუალურ სამყაროში.

ვთქვათ, ადამიანს უნდა ავეჯის შეძენა დისტანციურად. რა გზას გადის იგი ამისათვის?  პირველ რიგში, google–ში ან სხვა ნებისმიერ საძიებო სისტემაში ჩაწერს ამ სიტყვათა შეთანხმებას –  „ავეჯის მაღაზია“. შემდეგ გაიხსნება რამდენიმე ავეჯის ონლაინ-მაღაზია და, ბუნებრივია, რომ თავიდან იმ საიტზე შევა, რომელიც საძიებო სისტემაში პირველი ამოვარდება. თუ საიტიც გამართული იქნება ტექნიკურად და პროდუქტიც მისაღები იქნება მისთვის, შორს აღარ წავა და ამავე ვებ-გვერდზე შეიძენს სასურველ ავეჯს.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საძიებო სისტემებში თქვენი საიტი იყოს მოწინავე პოზიციაზე. ეს ზრდის გაყიდვების რიცხვს და, შესაბამისად, ბიზნესისათვის მოაქვს წარმატება.

 აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გინდათ პროდუქტის გაყიდვა ონლაინ, აუცილებლად გჭირდებათ გამართული SEO, რაც ნიშნავს საიტის მორგებას საძიებო სისტემებთან. SEO-ს სპეციალისტი იკვლევს კონკრეტულად რა სიტყვების მეშვეობით ეძებენ თქვენს პროდუქტს მომხმარებლები. ეს არის ე.წ. keyword-ები.

რას კარგავს ბიზნესი, როდესაც SEO გაუმართავია?

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ იდეალურად გამართული საიტი: კარგი კონტენტი, ლამაზი ვიზუალი, მაგრამ გაუმართავი SEO. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი უბრალოდ ვერ გპოულობენ, ვერ მოდიან თქვენამდე და ეს გაკარგვინებთ მომხმარებლების გარკვეულ რაოდენობას. მაგალითად, ქივორდ “ресторан“-ს თვეში 27000 ძებნა აქვს.

Keyword research - საძიებო სიტყვების კვლევა

qivord-riserchi

გამართული საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, პირველ რიგში, ეფუძნება სწორ საძიებო სიტყვათა კვლევას. არასწორი კვლევის შედეგად, ნებისმიერი ინვესტიცია თუ გაწეული სამუშაო, შესაძლოა, აღმოჩნდეს ფუჭი. მაშასადამე, SEO-ს სპეციალისტმა ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს Keyword Research-ს, რადგან ამ სიტყვებზე შენდება მთელი სტრატეგია, რომელიც განაპირობებს შემდგომში წარმატებას SEO-ს თვალსაზრისით.
გამართული საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, პირველ რიგში, ეფუძნება სწორ საძიებო სიტყვათა კვლევას. არასწორი კვლევის შედეგად, ნებისმიერი ინვესტიცია თუ გაწეული სამუშაო, შესაძლოა, აღმოჩნდეს ფუჭი. 

On Page SEO

On Page SEO –  ეს არის შენი საიტის კონტენტის მორგება Google-ს ალგორითმთან, Keyword-ების სწორად განაწილება საიტზე არსებულ კონტენტში, სურათების სწორად აღწერა. ერთი სიტყვით, სრული ოპტიმიზაცია.

Off Page SEO

Off Page SEO – ეს არის საიტის ავტორიტეტის ამაღლება google-ს ალგორითმთან მიმართებით. სხვა რელევანტური საიტები თავიანთ სტატიებსა და ბლოგებში იხსენიებენ თქვენს საიტს, რისი მეშვეობითაც იზრდება თქვენი ვებგვერდის ავტორიტეტი. ეს კი ხდება ე.წ. backlink-ების საშაუელიბით.  Backlink-ი  არის, მაგალითად, თქვენი საიტის სახელის  მოხსენიება სხვა საიტის სტატიაში.

Backlinks

backlink-ი ორი სახიაა: Dofollow და Nofollow. პირველ შემთხვევაში, ის კონკრეტული საიტი გინაწილებს  თავის ძალას. Nofollow-ს შემთხვევაში კი ეს ასე არ ხდება, ვებგვერდი არ გინაწილებს თავის ძალას, თუმცა ეს მნიშვნელოვანია Google-ის ალგორთმისათვის, რათა თქვენი საიტი იყოს ორგანული და ბუნებრივი. 

Local SEO

Local SEO – ალბათ, შეგიმჩნევიათ, როდესაც google-ს საძიებო სისტემაში  ეძებთ რაიმე რესტორანს, მაღაზიას ან სხვა ნებისმიერ დაწესებულებას, პირველ რიგში, ის კომპანიები იხსნება, რომლებიც ლოკაციის თვალსაზრისით თქვენთან ახლოსაა.   ამას კი უზრუნველყოფს Local SEO.  რისთვისაა ეს საჭირო? მაგალითად,  გინდათ ყურსასმენების შეძენა. Google-ის საძიებო სისტემაში წერთ: „ტექნიკის მაღაზია“ და იხსნება ის მაღაზიები, რომლებიც ტერიტორიულად უფრო ახლოსაა თქვენთან. ბუნებრივია, რომ თქვენთვის უფრო ხელსაყრელია ახლოს მდებარე მაღაზიაში წასვლა და სასურველი პროდუქტის იქ შეძენა.

seo-optimizacia

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ თქვენი საქმიაობა, კომპანია, სერვისი, სტატია ხშირად იძებნება Google-ში, მაშინ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია იქნება თქვენი ბიზნესის წარმატების მთავარი პირობა.