Skip to content

ვიდეო პროდაქშენი

რა არის ვიდეო პროდაქშენი?

ვიდეოს ან ფილმის ყურებისას, ყველაფერი მარტივი და უპრობლემო ჩანს, თუმცა, რეალურად ჩვენ ვუყურებთ რამდენიმე თვისა და ზოგჯერ წლის დაუღალავი შრომის საბოლოო შედეგს, რომელიც ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა შექმნა.

ვიდეო პროდაქშენი ვიდეოს შექმნის მთელი პროცესია. ის მოიცავს მოკლემეტრაჟიან ფილმს, სრულმეტრაჟიან ფილმს, ბიზნეს მარკეტინგულ ვიდეოს, სატელევიზიო რეკლამას, მუსიკალურ ვიდეოს ან სხვა ტიპის ფილმს. სამუშაო პროცესი შეიძლება სპეციფიკის მიხედვით ოდნავ განსხვავდებოდეს, თუმცა ძირითადი პროცესი უცვლელი რჩევა. 

ვიდეოს წარმოების პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა. ეს ეტაპებია; წინასწარი წარმოების პროცესი, წარმოების პროცესი, და წარმოების შემდგომი პროცესი.

ვიდეოს წინასწარი წარმოების პროცესი

წინასწარი წარმოების პროცესი, არის ადრეული ფაზა ნებისმიერი ვიდეოს პროექტის შექმნის დროს. აღნიშნული ეტაპი მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა პროექტის შესაქმნელად. მათ შორის ფინანსური საკითხების დაგეგმვასა და თანამშრომლობას მსახიობებთან თუ ბრენდებთან.

წინასწარი წარმოების პროცესს საშუალოდ 3 თვე სჭირდება, სრულმეტრაჟიანი ფილმის დაგეგმვის პროცესი კი ერთი წელი გრძელდება. თითოეული პროექტის წინასწარი დაგეგმვის პროცესი ერთმანეთისგან გამორჩეულია.

ვიდეოს წარმოების წინასწარი პროცესი აყალიბებს ტონს პროექტის დანარჩენი ნაწილისთვის.

video-production

წარმოების პროცესი

წინაწარი წარმოების პროცესის შემდეგ, შემუშავებული სტრატეგისა და გეგმების სისრულეში მოყვანის დროა. პროდაქშენის ფაზას, ხშირად მოიხსენებენ, როგორც მთავარ ფაზას. ის მოიცავს უშუალოდ ვიდეოს გადაღებას წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე.

პროდაქშენის ფაზის მიმდინარეობისას ასევე იწერება ნებისმიერი B-roll, voice-over და სხვა ის ხმოვანი ეფექტები, რომლის გამოყენებაც იქნება დაგეგმილი საბოლოო შედეგისთვის.

სრულმეტრაჟიანი ფილმის ვიდეო გადაღებას შეიძლება ერთიდან სამ თვემდე დასჭირდეს, თუმცა მოკლე სარეკლამო ვიდეოს გადაღების პროცესი შესაძლებელია მხოლოდ ერთ ან ორ დღეში დასრულდეს.

ვიდეო პროდაქშენის ქრონომეტრაჟის მიუხედავად, ვიდეოს გადაღების პროცესი საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და მის შესაქმნელად ბევრი ხელია საჭირო. დარწმუნდით, რომ გყავთ ყოველი ასპექტისთვის შესაბამისად კვალიფიციური პერსონალი. ვიდეო პროდაქშენისთვის აუცილებელი პროფესიებია; ოპერატორი ან ვიდეოგრაფი, დირექტორი, პროდუსერი, ხმის მიქსერი და გარკვეული ჯგუფი, რომელიც განათების საჭიროებებს უზრუნველყოფს.

წარმოების შემდგომი პროცესი

ყველა ვიდეოს გადაღების შემდეგ, დროა გადაინაცვლოთ სამონტაჟო ოთახში. ვიდეო პროდაქშენის ამ ფაზას პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფი უძღვება, რომლებიც აწყობენ, აგროვებენ, აწესრიგებენ და აუმჯობესებენ დაუმუშავებელ კადრებს და ქმნიან მაღალი ხარისხის ვიდეოს. კოლორისტები არეგულირებენ ფერებს, ხმის ინჟინრები კი აერთიანებენ აუდიოჩანაწერებს.

ვიდეოს მონტაჟის პროცესის ხანგრძლოვობა პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარეობს. რედაქტირების პროცესს შეიძლება რამდენიმე თვეც დასჭირდეს.

მონტაჟი, ისევე როგორც ვიდეოს გადაღების პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. თუმცა, აღნიშნული ფაზა იძლევა შესაძლებლობას, რომ თითოეული ნაწილი ზუსტად და სწორად დაამუშაოთ.